ڳԹȺ

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

საუნივერსიტეტო ცხოვრება სტუდენტ᳥ბისთვის ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ისინი ჩვენს აუდიტორიებში ეუფლებიან მომავალ პროფესიებს და სპეციალიზაციის კვალდაკვალ სწორედ აქ, ამ დროს ფორმირდება მათი ბიოგრაფიის სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, ემოციური და მორალური წახნაგები. ცხადია, ჩვენთვის თითოეული ეს ასპექტი გამოწვევაა, რამდენადაც ჩვენი უმთავრესი მიზანი კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბის რეალიზება და განვითარებაა. ამდენად, დატვირთული აკადემიური კალენდრის პარალელურად, ڳԹȺ-ში ადმინისტრაციისა და სტუდენტების ორგანიზებით, ბევრი სახალისო, სპორტული, ინტელექტუალური და სოციალური ღონისძიება იმართება. ڳԹȺ დიდი ყურადღებით ეკიდება სტუდენტებისგან წამოსულ ინიციატივას. სწორედ ახალგაზრდების სურვილითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით იწყება ხოლმე იდეების გარშემო გაერთიანება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება, შემოქმედებითი თუ სპორტული გუნდების ჩამოყალიბება: , , ڳԹȺ-ს სპორტული გუნდები. ასე იქმნება მოხალისეობრივი გაერთიანებები, როგორიცაა . იგეგმება ექსკურსიები, შემოქმედებითი თუ სახალისო კონკურსები. გთავაზობთ ამ გამოცდილებათა მცირე კოლაჟს, რომელიც ڳԹȺ-ს სტუდენტურ ცხოვრებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.

ღონისძი᳥ბ᳥ბი

ڳԹȺ-ში სხვადასხვა საინტერესო და ზოგჯერ სპონტანურად დაგეგმილ ერთად არსებობს დღეები, რომელთა აღნიშვნაც წლებთან ერთად ტრადიციად ჩამოყალიბდა. რეგისტრაციის დღე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველასგან გამორჩეული და სახალისოა. ڳԹȺ-ს მორთული ეზო, Ҵბ᳥ნდის კონცერტი, თბილი დახვედრა, ڳԹȺ-ს პრეზიდენტის მისალმება და სიმბოლური საჩუქრები უნივერსიტეტის გაცნობისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას პირველკურსელებისთვის პირველ სასიამოვნო შთაბეჭდილებად აქცევს. ამ პოზიტიური ემოციის გაძლიერებას ემსახურება ڳԹȺ Welcome Party, რომელიც ყველა კურსის სტუდენტს განსაკუთრებულ წვეულებაზე აერთიანებს. ახალ წელს ڳԹȺელები მუდამ ერთად ხვდებიან. დეკემბრის ბოლოს წლის შემაჯამებელი საღამო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მხიარული და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაა.

ڳԹȺზიარე სიყვარული - ამ სლოგანით სტუდენტები ვალენტინობას აღნიშნავენ. პოეზიის საღამოები და საინტერესო სპიკერებთან ინტერაქციული შეხვედრები თემატური თამაშებით, საჩუქრებით, Ҵბ᳥ნდის რომანტიკული მუსიკითა და საზეიმო მიღებით სრულდება.

შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - მადლიერების დღე - ڳԹȺ-ში საგანგებოდ აღინიშნება. მადლიერების თემატიკით გაერთიანებულ აქტივობებში, როგორც წესი, სიამოვნებით ერთვებიან აშშ-ის ელჩი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ინდაურის შეწყალების თეატრალიზებული პერფორმანსი მადლიერების დღის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაწილია.

ڳԹȺ-ში განსაკუთრებულად ემზადებიან ქართულ-ამერიკული მეგობრობის - დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების - დღის აღსანიშნავად. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ორი ქვეყნის ჰიმნებს Ҵბ᳥ნდის წევრები ასრულებენ, თუმცა 2017 წელს ამერიკის ეროვნული ჰიმნი ڳԹȺ-ში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის მეუღლემ, ფრანჩესკა კელიმ შეასრულა. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-ამერიკის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს - განათლების - მნიშვნელობას.

კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა, რომელსაც სიხარულთან ერთად გამომშვიდობების სევდა ახლავს.

სპორტი ڳԹȺ-ში

სპორტი ڳԹȺ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ڳԹȺ-ს სტუდენტური ელჩების ინიციატივით დაფუძნდა შიდა სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ჭადრაკი და სხვა). გარდა შიდა აქტივობებისა, ამ ფორმატის მიზანია გამოვლინდეს ڳԹȺ-ს ჩემპიონი სპორტის შესაბამის სახეობაში და შემდგომში, ڳԹȺ-ს სახელით, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტთაშორის ტურნირებში. მწვრთნელებთან ერთად ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებმა უკვე არაერთი გადამწყვეტი თამაში მოიგეს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ڳԹȺელებს შორის რალის მოყვარული და პროფესიონალი მრბოლელებიც არიან. ڳԹȺ სპორტული აქტივობების წახალისებით ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ڳԹȺ-ში უკვე ტრადიციაა. პარტნიორი კომპანიები გამარჯვებულთათვის სოლიდურ პრიზებს აწესებენ და თამაშიც პროფესიონალ წამყვანს მიჰყავს. ჯანსაღი კონკურენცია და აზარტი, სტუდენტების მაღალი ჩართულობა და ინტელექტის განვითარება ამ თამაშის მთავარი ხიბლია.

საჯარო ლექციები

ڳԹȺღე კარი გამოწვევებს - ასე ჰქვია , რომელიც ყოველთვიურად საინტერესო თემასა და მომხსენებელს მასპინძლობს. მოწვეული სტუმრები ڳԹȺელების ინტერესების მიხედვით შერჩეული სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და აზრის ლიდერები არიან, რომლებიც სტუდენტებს მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ტრენერები ინტერაქციულ შეხვედრებს აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო თემებზე მართავენ. ڳԹȺ-ს საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.


სოციალური პასუხისმგებლობა

ڳԹȺ მუდმივად ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს, დისკუსიებს მართავს მწვავე საკითხებზე და აქტიურად ერთვება პრობლემების აღმოფხვრის პროცესში იურიდიული, მატერიალურ-ტექნიკური გზით თუ სტუდენტების მოხალისეობრივი მონაწილეობით. ეს ყველაფერი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერასთან ერთად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება („ڳԹȺფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე სვლა“; „ჩვენი გმირები - კალენდარი 2018“; „კათარზისი“; „ڳԹȺხალისეთ ერთმანეთს ახალი წელი“; „ڳԹȺფრთხილდი ბუნებას, ცხოველებს, ადამიანებს!“; ...).


თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ

თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ - ეს ტრადიცია ڳԹȺ-ში 2016 წლიდან დამკვიდრდა. ორდღიანი გასვლითი ღონისძი᳥ბ᳥ბი მეორე კურსის სტუდენტ᳥ბისთვის ეწყობა. არაფორმალურ გარემოში გამართული ტრენინგების, სახალისო პროექტებზე მუშაობის, საზეიმო ვახშამისა და გასართობი პროგრამის შემდეგ სტუდენტები ڳԹȺ-ში, როგორც წესი, სასარგებლო ინფორმაციით და გუნდური სულისკვეთებით გაერთიანებულები ბრუნდებიან.




ექსკურსიები

ექსკურსიები ڳԹȺ-ში სისტემატურად იმართება. ڳԹȺ-ს სტუდენტური ელჩების ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით საექსკურსიო კალენდარი სწავლის დაწყებასთან ერთად იგეგმება. ეს აქტივობები სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა მხარის შემეცნებასთან ერთად ერთმანეთის გაცნობასა და დამეგობრებაში ეხმარებათ. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია კი ზაფხულში ჯომარდობის ტურს უკავშირდება, რომელიც საჩუქრად ახალი წლის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა