
JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის
კვირა, 08 დეკემბერი, 2019
7-8 დეკემბერი (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) ორგანიზებით გაიმართა Junior Business Training, ჩვენი წლევანდელი თამაშის Junior Business Competition-ის (JBC) მონაწილე გუნდებისთვის ქალაქგარეთ, მცხეთაში. ორდღიან ბანაკში, რომელიც ڳԹȺმ სრულად დააფინანსა, მონაწილეობას იღებდა სკოლა ქორალი, აიბი მთიები და პირველი ექსპერიმენტული სკოლა.
ბანაკი მოიცავდა ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ڳԹȺ-ს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორები ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე უძღვებოდნენ. მეორე კომპონენტი იყო ڳԹȺ GAME - ეს არის გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.
ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია, რომელსაც ڳԹȺ-ს განვითარების მენეჯერი, გია ჩქოფოია უძღვებოდა.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
ტრენინგის დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ڳԹȺ წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!
#WeAreڳԹȺ