
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგელები „საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის ფარგლებში'' შეხვედრებს რეგიონებში მართავენ.
12-14 თებერვალს ڳԹȺ-ს პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ڳԹȺ-ს სტუდენტები ბათუმს, ოზურგეთსა და ქუთაისს ეწვივნენ.
პროფესიული ორიენტაციის თემაზე გამართულ შეხვედრა-ტრენინგებში 30-ზე მეტი სკოლის 200-მდე წარმომადგენლი მონაწილეობდა. სწორი პროფესიული არჩევანი და კარიერის დაგეგმვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იყო. ڳԹȺ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი აბიტურიენტებს იმ ორიენტირებსა და უნივერსალურ ფორმულებზე ესაუბრა, რომლებიც მათ საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებსა და დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებში გარკვევას გაუადვილებს.
მოსწავლეების ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში, ნაწილს კი ახლა უწევს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება. აბიტურიენტები ڳԹȺ-ს პროგრამებით ახალი საფასო პოლიტიკითა და სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი პასუხები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ڳԹȺ-ს ელჩებისგან (სტუდენტებისგან) მიიღეს. ڳԹȺ-ს ელჩებმა თანატოლებს საუნივერსიტეტო ცხოვრების დეტალები უამბეს და საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაუზიარეს.
ეს მოგზაურობა ڳԹȺ-ელებისთვის ახალი, სასიამოვნო გამოცდილება, აბიტური᳥ნტებისთვის კი უამრავი სასარგებლო ინფორმაცია და მათივე თქმით, ძალიან პოზიტიური ნაცნობობა იყო.
შეხვედრების ბოლოს გათამაშდა ڳԹȺ-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც ათამდე იღბლიან აბიტურიენტს ერგო.
განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული ორინეტაციის განვითარებაზე შეხვედრები ڳԹȺ-ს ინიციატივითა და საქართველოს სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია ჩაერთო, რომელიც ხუთი წელია ڳԹȺ-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.