
Ҵ-ში მამუკა ხაზარაძის სტუმრობის შემდეგ თიბისი ბანკის კიდევ ორი ხელმძღვანელი შეხვდა სტუდენტებს. 10 მარტს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორმა ნიკა ქურდიანმა, 11 მარტს კი ფინანსების მართვის დირექტორის მოადგილემ თამარ კაკულიამ ლექცია ექსკლუზიურად ڳԹȺ-ს ბიზნეს სკოლის წარმომადგენლებისთვის გამართეს.
თიბისი ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟირების ერთწლიანი ანაზღაურებადი პროგრამა იწყება, რომელშიც წლების განმავლობაში ერთვებოდნენ ڳԹȺ-ს სტუდენტები და წარმატებით საქმდებოდნენ ამავე დეპარტამენტში. თამარ კაკულიამ ხაზი გაუსვა, რომ მათთვის მისასალმებელია ისეთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიღება, როგორიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია და თიბისი ბანკის კარი ڳԹȺელებისთვის პოზიტიური გამოცდილების საფუძველზე ყოველთვის ღიაა.