
საჯარო საუბრების სერია "ڳԹȺმომავალისთვის": ნესტან რატიანი - "ვის ეშინია წიგნების?"
პარასკევი, 23 აპრილი, 2021
23 აპრილს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "ڳԹȺ მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა ფილოლოგის, ڳԹȺ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორის, ნესტან რატიანის საჯარო ლექცია, თემაზე "ვის ეშინია წიგნების?"
ვის ეშინია წიგნების? ასეთს რას აშავებს უსულო საგანი, რომ მისი აკრძალვა ხდება საჭირო? ნუთუ აკრძალვაშია საშველი? არ იქნება წიგნი და არც პრობლემა იქნება? წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ჩვენ წიგნებზე გესაუბრებით, ოღონდ განსხვავებულ, აკრძალულ წიგნებზე და მათ დაუძინებელ არაერთგვაროვან მტერზე.