
გილოცავთ დედამიწის დღეს!
გვიხარია, რომ ამ თარიღს შესანიშნავი ამბით აღვნიშნავთ!
ڳԹȺ-სა და პალიტრა მედიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან ბევრი სასარგებლო საქმის ერთად კეთებას ნიშნავს.
პირველი პროექტი კი სწორედ „მაკულიტერატურაა“ - გადარჩენილი ბუნება, გადარჩენილი წიგნები!
ڳԹȺ პირველი უნივერსიტეტი იქნება, სადაც პალიტრა მედიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მწვანე ყუთი დაიდგმება და მაკულატურის შესაგროვებელი კუთხის გამოჩენასთან ერთად ყველანი მეტად დავფიქრდებით წიგნების, გარემოს გაფრთხილებაზე.
მემორანდუმს ხელი ڳԹȺ-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა და პალიტრა მედიის კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს, სადაც პროექტ „მაკულიტერატურის“ 4-წლიანი მუშაობა შეჯამდა.
ڳԹȺფრთხილდით წიგნებს, ڳԹȺფრთხილდით გარემოს,
ڳԹȺფრთხილდით დედამიწას!