
შეხვედრა-სემინარი საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლის მოსწავლეებთან
ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2015
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) წარმომადგენლებმა 5 თებერვალს საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის თემაზე შეხვედრა გამართეს. ڳԹȺ-ს სასერტიფიკატო კურსის BMB (კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში) მსმენელებმა და ექსპერტებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის მნიშვნელობასა და კარიერის დაგეგმვაზე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ასევე უპასუხეს მოზარდების შეკითხვებს და მისცეს კონკრეტული რჩევები, რაც მომავალში გამოადგებათ.
მსგავსი კონსულტაციები ڳԹȺ-სა და BMB-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეების ხელშეწყობას სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, რაც მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე სწორი საკადრო პოლიტიკისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ڳԹȺ) 10 წლის ხდება. ڳԹȺ მთელი ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პოზიციას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის უმაღლეს განათლებას.
BMB - ڳԹȺ-ს სასერტიფიკატო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში ბიზნეს სფეროში დასაქმებულ ან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის შეძენას და ხედვის გაღრმავებას მოკლე ვადაში სთავაზობს.