ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ڳԹȺ-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

ڳԹȺ-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს ڳԹȺ-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.

25 სექტემბერს ڳԹȺ-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის. 

ڳԹȺ-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.

ვაუჩერებით და ڳԹȺ-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები ڳԹȺ-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.

დღესვე დაჯილდოვდა ڳԹȺ-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.

ڳԹȺ-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.

ღონისძიებას მუსიკალურად ڳԹȺ ბენდი აფორმებდა. 

27 სექტმბერს კი ڳԹȺ-ელებს Welcome Party ელით. ڳԹȺ-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.

ڳԹȺ ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა