ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ڳԹȺ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პირველი გამოშვება

ڳԹȺ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პირველი გამოშვება

კვირა, 12 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺ-ს საიუბილეო წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პირველი გამოშვების სტუდენტებმა დაამთავრეს. 

საზეიმო ცერემონია ڳԹȺ-ში 12 ივლისს გაიმართა. კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი მშობლებსა და ლექტორებთან ერთად სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც დიპლომები ڳԹȺ-ს პრეზიდენტისა და დეკანისგან გადაეცათ. 

პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, მიხეილ ჩხენკელმა, მათ სიტყვით მიმართეს, უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და პროფესიული წინსვლა უსურვეს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი ასევე დაესწრებიან საერთო გამოსაშვებ საზაიმო ღობისძიებას, რომელიც 18 ივლისს ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართება. 

საზეიმო მიღება ڳԹȺ-ში მათთვის საგანგებოდ გაიმართა, რადგან 13 ივლისს სკოლის დეკანი მიხეილ ჩხენკელი მიემგზავრება აშშ-ში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სალექციო კურსს კითხულობს.

ڳԹȺ ამაყობს ڳԹȺელებით და წარმატებას უსურვებს მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა