ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ڳԹȺ გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - ڳԹȺ MUN-ს აფუძნებს

ڳԹȺ გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - ڳԹȺ MUN-ს აფუძნებს

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺ გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - ڳԹȺ MUN-ს აფუძნებს და იქნება პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ოფიციალურად უერთდება MUN-ების გლობალურ ქსელს.


ڳԹȺ MUN იქმნება თქვენთვის, თავისუფალი, გაბედული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეძიებით, უმკლავდებით დაბრკოლებებს, ვითარდებით, ცვლით და ქმნით ჩვენი ქვეყნის ახალ დღის წესრიგს.

გაეროს მოდელირების პლატფორმა გააერთიანებს ასობით ახალგაზრდა ლიდერს, რომლებიც იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე და მოძებნიან პრობლემების გადაჭრის გზებს. ისინი წარმოადგენენ ახალ იდეებს, რომლებიც სამყაროს შეცვლიან უკეთესობისკენ.

ڳԹȺ MUN ყოველწლიურად გამართავს საერთაშორისო ფორუმებს, კონფერენციებს, სამიტებს და გააერთიანებს სტუდენტურ ქსელს მთელ მსოფლიოში.

ڳԹȺ MUN-ის ადგილობრივი თემი ڳԹȺ-ს ბაზაზე სისტემატიურად იმუშავებს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე პოლიტიკის, სამართლის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიური განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიმართულებით.

ڳԹȺ MUN-ის გლობალური სტრატეგია მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების წარმომადგენლობითი დელეგაციების საერთაშორისო მოდელირებებში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან ქალაქებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის ვაშინგტონში, პარიზში, რომში, ლონდონში, ბრიუსელში და სხვა მნიშვნელოვან დედაქალაქებში.


ڳԹȺ MUN შთაგონებულია მრავალფეროვნებით და ერთიანდება ინდივიდებისთვის!


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა