ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ڳԹȺ-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

ڳԹȺ-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺSportify - გამოხატე შენი სპორტული სულისკვეთება და გაუმრავალფეროვანდი!


ჩვენ ვაერთიანებთ მრავალფეროვნებას, ვიზიარებთ სპორტის, გუნდურობისა და საერთაშორისო სტუდენტური კავშირების მნიშვნელობას. ამიტომ შევქმენით ڳԹȺ-ს საერთაშორისო სპორტული მარათონი, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთის ჩემპიონატმა 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები გააერთიანა.


18-22 აპრილს, სპორტულ მარათონში მონაწილეობას ڳԹȺ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის მედიცინის აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები იღებდნენ.


ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა Open Hearts ღირსეული მეტოქეობა გაუწია თბილისის მედიცინის აკადემიის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდს Hustlers, რომელიც საქართველოში პირველი საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამე საპრიზო ადგილი კი ڳԹȺ FC-მ დაიკავა.


ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილე გუნდს წარმატებულ, ენერგიულ და შეუპოვარ ასპარეზობას!


ڳԹȺ-ს სპორტული მარათონი იმპულსია, ڳԹȺSportify!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა