
2 მაისს (2019) ڳԹȺ-მ უმასპინძლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 27 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი როს უილსონი ესწრებოდა.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. მას შემდეგ, წლიდან წლამდე ძლიერდება და ღრმავდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა. ڳԹȺ-ში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
ڳԹȺ-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილისა და ელჩი როსს უილსონის მისალმებასთან და ڳԹȺ-ს სტუდენტების მიერ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებასთან ერთად, ღონისძიება ასევე მოიცავდა ڳԹȺ-სა და აშშ-ის ერთობლივი პროექტების პრეზენტაციას, რომელთა შორისაა ڳԹȺ-ში შექმნილი და პალიტრა ლ-ის მიერ გამოცემული უნიკალური კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“: კრებული ორენოვანია და თარგმანზე ამერიკელმა ქართველოლოგმა, ერიკ თეოფან ჰალვორსონმა იმუშავა.
ღონისძიებას ცოცხალი მუსიკით აფორმებდა ڳԹȺ-ბენდი, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო თემატურ თამაშებში და დაეგემოვნებინა ქართული და ამერიკული ტრადიციული კერძები.
ღონისძიება დასრულდა პერფორმანსით: ڳԹȺ-ს IT ლაბორატორია „ჯეოლაბის“ ბინადარი რობოტის ცეკვითა და სტუდენტური ფლეშმობით.