
19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (ڳԹȺ) ეზოში გაიმართა ڳԹȺ Welcome Party 2019.
ღონისძიებაზე ახალ ڳԹȺელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს ڳԹȺ-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და ڳԹȺ-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ ڳԹȺბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.
სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
ڳԹȺელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე ڳԹȺელები ხართ!
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!