
ეს პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღე ڳԹȺ-ს სტუდენტებმა საჩუქრად ჯომარდობის ფედერაციისგან ڳԹȺ-ს ნაძვის ხეების კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღეს.
ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ღონისძიებაზე „ڳԹȺ-ხალისეთ ახალი წელი ერთმანეთს'' ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო და სუტდენტების მიერ აწყობილი ორიგინალური ნაძვის ხეების შეფასებისას ყველა მათგანი ჯომარდობის ტურით დაასაჩუქრა.
26 ივნისს ڳԹȺ-ელები ბორჯომში გაემგზავრნენ და კუთვნილი ჯილდო - ექსტრემალური თავგადასავალი - მიიღეს. ჯომარდობის ტური თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო, ڳԹȺ-ს სტუდენტები სტიქიის ზონაში მოხალისეობრივ სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. პარასკევს კი ისინი სოფელ ჩითახევში შესაბამისი აღჭურვილობითა და გამოცდილი ტრენერების ინსტრუქტაჟით მტკვარზე დაეშვნენ. ჯომარდობის შემდეგ მათ ცხენებით გაისეირნეს და ფრენბურთი ითამაშეს. თბილისში ყველა ბედნიერი და სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯომარდობის ფედერაციას თანამშრომლობისა და დაუვიწყარი საჩუქრისთვის!