
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ڳԹȺ) ტრადიციულად აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის. 20-21 აპრილს (2019) ڳԹȺ „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერ-კონსულტანტთან ერთად თელავს ესტუმრა.
შეირჩა 20 უფროსკლასელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორდღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა „პარტნიორები საქართველოს“ ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ბანაკს ესწრებოდა ڳԹȺ ომბუდსმენი, რომელიც უფროსკლასელებს გაესაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე.
ڳԹȺ-ს საგაზაფხულო ბანაკი ასევე, ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტს - ڳԹȺ Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
საღამო სასიამოვნო გარემოში გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა ڳԹȺ Game-ის გამარჯვებული გუნდი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები.
ბანაკების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ڳԹȺ-ს სტუდენტური ელჩები.