ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ڳԹȺ-ში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ڳԹȺ-ში

ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺ-ს საჯარო ლექციების ციკლი „ڳԹȺ-ღე კარი გამოწვევებს'' 25 თებერვალს განახლდა. ڳԹȺ-ს სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო ყველაზე აქტუალური თემით: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები''.

შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუდენტებსა და ڳԹȺ-ში მოსულ სტუმრებთან ერთად მწვავე საკითხები - ეკონომიკის მდგრადობისა და განვითარების თეორიები, არსებული რეალობა, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ლარის დევალვაციის საკითხები განიხილა. გიორგი ქადაგიძემ საინტერესო მაგალითები სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების მიხედვით მოიყვანა.

„ნებისმიერი ეკონომიკის კონკურენციული უპირატესობა არის ადამიანი - ინტელექტუალური კაპიტალი'' - ამ სიტყვებით დასრულდა მოხსენება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სპეციალურად ڳԹȺ-სთვის მოამზადა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა