ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

ڳԹȺ-ს შიდა ოლიმპიადა

ڳԹȺ-ს შიდა ოლიმპიადა

კვირა, 20 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺ-ს შიდა ოლიმპიადის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით და აი ეს დღეც დადგა. დღეს, 20 ნოემბერს (2016) შიდა ოლიმპიადა ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა და ڳԹȺ-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ტრადიციას.

ڳԹȺ-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც ადამიანების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთი ხომ სწორედ ის სპორტია, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ნათელია, რომ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ აღნიშნულ სახეობას ჰყავდა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს რომ ڳԹȺ-ს შიდა ოლიმპიადა მხოლოდ ფეხბურთით შემოიფარგლება.

ڳԹȺ-ს ელჩების მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული აქტივობები იქნება მრავალფეროვანი და ყველასთვის სასურველი. ველით თქვენს ჩართულობას. მანამდე კი მხარი დავუჭიროთ ڳԹȺელებს, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პიონერები. 20 ნოემბერს ڳԹȺ-ს შიდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო შემდეგი შეხვედრებით:

  • ოლიმპოსი (ბიზნესის სკოლა) VS Not Fast Just Furious (სამართლის სკოლა) (13-0)
  • მეორე მერცხალი (ინჟინერიის სკოლა) VS კოპალა და ბიჭები (ბიზნესის სკოლა) (5-8)

ڳԹȺტანე (სამართლის სკოლა) VS ڳԹȺ აზრი არ აქვს (ბიზნესის სკოლა) (4-8) შემდგომი თამაშები ჩატარდება 27 ნოემბერს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

  • გრანდი VS მთის ლომები
  • ڳԹȺჭიმე VS FC Gazaevi
  • ბასა VS IT

ერთად ვუგულშემატკივროთ მოთამაშეებს და გამოვავლინოთ გამარჯვებული. #WeAreڳԹȺ

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა