
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ڳԹȺ) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.
10-11 ნოემბერს (2018), ڳԹȺ პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, ڳԹȺ Fall Camp-ით ქუთაისს ესტუმრა.
10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ტრენინგთან ერთად, ڳԹȺ Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - ڳԹȺ Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ڳԹȺ Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.
დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.