
6 ოქტომბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) სტუდენტები ڳԹȺ-ს გასვლითი ლექციების ციკლის ფარგლებში შემოდგომის კახეთს ესტუმრნენ. სტუდენტებმა ერთად მოინახულეს ალავერდის მონასტერი, იყალთო და გაისეირნეს თელავის ქუჩებში. მოგვიანებით კი სასიამოვნო გარემოში, მუსიკის თანხლებით გაატარეს ემოციებით დატვირთული კვირა საღამო, რომელიც კიდევ უფრო გაალამაზეს ڳԹȺბენდის წევრებმა და ჩვენმა პირველკურსელებმა.
ڳԹȺ-ს ექსკურსიები მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების არააკადემიურ გარემოში გაცნობასა და დამეგობრებას. შემოგვიერთდით, ერთად მოვინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.