ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

დასაქმების ფორუმი ڳԹȺ-ში

დასაქმების ფორუმი ڳԹȺ-ში

ორშაბათი, 27 აპრილი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ڳԹȺ-ში 24 აპრილს დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კომპანია და 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ, წარედგინათ CV და კითხვები კომპანიის საქმიანობაზე დაესვათ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ლანჩი, რომელზეც სტუმრებს ڳԹȺ-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი მიესალმა და მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისათვის.

კომპანიების წარმომადგენლებმა ڳԹȺ-ს დასაქმების ფორუმი 2015 და ڳԹȺ-ს სტუდენტების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მათ მომავალი თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს.

კონკრეტული შედეგები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ڳԹȺ სტუდენტებს წარმატებას, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა