
პირველკურსელთა გაცნობის დღე ڳԹȺ-ში და საზეიმო დახვედრა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი, 2016
პირველკურსელების პირველმა დღემ ڳԹȺ-ში ძალიან სახალისოდ ჩაიარა - როგორი სიყვარულითაც მათთან შესახვედრად ვემზადებოდით, ზუსტად ისე!
ڳԹȺ-ს ბაღში გამართულ ღონისძიებას დაგეგმილ ამბებთან ერთად არაერთი სიურპრიზი მოჰყვა.
ყველაფერი ასე დაიწყო: გადავწყვიტეთ პირველკურსელთა რეგისტრაციის დღე ფორმალურ პროცედურაზე გაცილებით სასიამოვნო ყოფილიყო, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ڳԹȺ ბენდი. ბენდმა სასწრაფო რეპეტიციები წამოიწყო და 14 სექტემბერს მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგვთავაზა.
კომანი᳥ბმა, , რედბული და ფრიქსი , გამოთქვეს სურვილი პირველკურსელთა გაცნობის დღე უფრო გემრიელი გაეხადათ და თავიანთი პროდუქციით მოგვამარაგეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.
ჩვენმა სტუდენტურმა ელჩებმა სულ თავიანთი ხელით მორთეს ڳԹȺ-ს ბაღი და ამინდმაც ჩვენი მხარე დაიჭირა - 25 გრადუსი, მზე და ნიავი - იდეალური შუადღე...
მოკლედ საოცარი დღე გამოვიდა, ڳԹȺ-ს პრეზიდენტის გამამხნევებელი მიმართვით, სამახსოვრო და სახალისო ფოტოებით/ჯიფებით, დრონის საინტერესო ზედხედით, fortune balloon-ებით, სიმბოლური საჩუქრებით...
ახალმა ڳԹȺელებიდან რამდენიმემ იმავე მომენტში გამოთქვა ბენდში გაწევრიანების სურვილი და იქვე, სპონტანურად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რამაც ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანა.
ამ პოზიტიური ემოციებით გაემართნენ პირველკურსელები თავიანთი სკǃების აუდიტორიებში და დაესწრნენ დეკანებთან შეხვედრას, გაიარეს რ᳥გისტრაცია და მიიღეს სუვენირები.
რაც მთავარია, ამ დღეს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვიგრძენით სიტყვები:
ჩვენ ვართ ڳԹȺ!!!
We Are ڳԹȺ!!!