სოფო ბაგაური

სოფო ბაგაური
"2019 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რაოდენობრივი ფინანსების განხრით. მე-3 კურსზე მონაწილეობა მივიღე თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში. მოვხვდი 6 საუკეთესო სტუდენტს შორის და მუშაობა დავიწყე თიბისის ფინანსების დეპარტამენტში. რამდენიმე თვეში ڳԹȺ-ს ლექტორის რეკომენდაციით გადავედი საქართველოს ბანკში პორტფელური რისკების ანალიტიკოსად, სადაც ამჟამად ვმუშაობ.
ვფიქრობ, ڳԹȺ-ში სწავლის გაგრძელება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. აქ ჩაბარებამდე ვიცოდი, რომ განსხვავებული, საინტერესო და თანამედროვე პროგრამით სწავლას ვირჩევდი, თუმცა არ ვიცოდი როგორი მეგობრული გარემო დამხვდებოდა და რამდენ პროფესიონალ ადამიანთან მექნებოდა ურთიერთობა, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ. ڳԹȺ-ში მიღებული ცოდნა ყოველთვის მეხმარება თავის წარმოჩენაში. 4 წლის განმავლობაში ڳԹȺ ჩემთვის მეორე სახლი იყო, სადაც ხარისხიან განათლებასთან ერთად უამრავი მეგობარი და საინტერესო კონტაქტი შევიძინე."