შალვა ბუკია

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი 2014 წელს დავამთავრე. ڳԹȺ-ში მუდმივად ვინარჩუნებდი სტუდენტთა რეიტინგში ტოპ პოზიციებსა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ვსარგებლობდი.
2014 წლის იანვარში, პატივი მქონდა გავმგზავრებულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, . ამერიკაში 5 თვიანი სწავლის პერიოდში პარალელურად ვმუშაობდი მისურის შტატში ერთ-ერთ სახელგანთქმულ სასტუმროში, რომლითაც ნაწილობრივ ვფარავდი ჩემი სწავლის გადასახადს. ამერიკულმა სწავლის სისტემამ და იქაურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ განვითარებასა და სამომავლო მიზნებზე.
ڳԹȺ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი, რადგან ڳԹȺ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ წარმატების მიღწევაში.
გარდა ამ ყველაფრისა, ڳԹȺ-ს უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტებს სწავლის პარალელურად მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სტაჟირებების გავლა პირველი კურსის ბოლოდან დავიწყე - თავდაპირველად ამერიკის საელჩოში, სადაც ხუთი თვის განმავლობაში უამრავ სიახლეს გავეცანი, გამოვიმუშავე სხვადასხვა უნარები. ამერიკის საელჩოდან კი ڳԹȺ-ს ერთ-ერთი ლექტორის რეკომენდაციით ფინანსურ დეპატრამენტში გავაგრძელე სტაჟირება. ڳԹȺ-ში მიღებული ცოდნა აქაც ძალიან დამეხმარა რთული ფინანსური ოპერაციების დამუშავებასა და ანალიზში.
ڳԹȺ-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას ვისაც სურს, რომ შეიძინოს დასავლური სტანდარტების ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს თავისი საქმიანობის ფარგლებში. ڳԹȺ-ში სწავლა ნამდვილად ფასდება.
ამჟამად ვმუშაობ SME ბიზნეს სესხების ექსპერტად.“