ნათია მგელაძე

ნათია მგელაძე
"2015 წელს დავამთავრე ڳԹȺ-ს ბიზნესის სკოლის Quant (რაოდენობრივი ფინანსები) პროგრამა, ხოლო 2019 წელს გავხდი ڳԹȺ-ს მაგისტრი. ბაკალავრიატის მესამე კურსზე ڳԹȺ-ს რეკომენდაციით მონაწილეობა მივიღე თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში. 5 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ გავხდი პროგრამის მონაწილე და გავიარე ერთწლიანი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში, რის შემდეგაც ამავე ბანკში ვმუშაობდი ფინანსური რისკების, ხოლო მოგვიანებით აქტივ-პასივების მართვის მენეჯერად.
ამჟამად ვმუშაობ KPMG Georgia-ს საკონსულტაციო დეპარტამენტში ფინანსური რისკების უფროს კონსულტანტად და ვკითხულობ ლექციებს ڳԹȺ-ში.
უკვე მე-10 წელია ڳԹȺ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა აქ რომ მოვხვდი. ڳԹȺ-მ მომცა ფინანსების საფუძვლიანი ცოდნა და ის უნარები, რომლებიც კარიერის პირველივე ეტაპზე დამეხმარა წინსვლაში. უნდა აღვნიშნო არანაკლებ მნიშვნელოვანი შენაძენიც, რომელიც ასევე ڳԹȺ-ს სახელს უკავშირდება - ჩემი მეგობრები და უამრავი წარმატებული პროფესიონალი, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
ერთი სიტყვით, ڳԹȺ ქმნის ყველა იმ პირობას, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების მისაღებად კომფორტულ და მეგობრულ გარემოში. მე, როგორც ڳԹȺ-ს რიგითი კურსჸმთავრ᳥ბული, სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას ჩემს უნივერსიტეტს და ვურჩევ მომავალ ڳԹȺელებს, რომ არ გაუშვან ხელიდან უნიკალური შანსი გახდნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე."