ڳԹȺ

ლევან ინასარიძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ლევან ინასარიძე

ლევან ინასარიძე

შ.პ.ს მარსი
IT პროექტ მენეჯერი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2016

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატი დავამთავრე 2016 წელს, ინფორმატიკის განხრით. სასწავლო წელი აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, ڳԹȺ-ს თვითმმართველობის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტობით დავიწყე. პარალელურად პირველივე კურსზე ڳԹȺ-ს შიდა დაფინანსების მფლობელი გავხდი. 

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ინფორმატიკის ფაკულტეტის განვითარების მრავალფეროვნებას. ვისწავლე არაერთი პროგრამირების ენა. გრაფიკულ, სამონტაჟო, 3D, დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობა. ქსელის ადმინისტრირება. ორი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნა, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი კარიერის მხრივ და დამეწყო ვებ-დიზაინერად მუშაობა. მეოთხე კურსის ბოლოს ڳԹȺ-მ მომცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა რითეილ კომპანიაში ქსელის ადმინისტრირებისა და პროგრამირების განხრით, სადაც მომდევნო რვა თვე გავატარე. ამჟამად, ვმუშაობ კომპანია შ.პ.ს "მარსში" IT პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

მოხარული ვარ, რომ ڳԹȺ-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე ڳԹȺ-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის გვიზიარებდნენ როგორც თეორიულ, ასევე მათ მიერ მიღებული პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლება ინგლისურ და ქართულ ენაზე, კომფორტული და მეგობრული გარემო, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. პირადად მე ვიყავი ორი ამერიკელი სტუდენტის მასპინძელი საქართველოში. ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და მხიარულ დროს ვატარებდი მათთან ერთად და რაც მთავარია სამართლიანი და პატიოსანი ადმინისტარაცია. 

იცოდეთ, ڳԹȺ არ არის „ბიზნესი“, ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც მართავს დეკანატი და ადმინისტარაცია, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტზე!“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა