ეკატერინე ჩიქოვანი

ეკატერინე ჩიქოვანი
„ძალიან მინდოდა, მესწავლა ქართულ ფილოლოგიაზე ამიტომ გადავწყვიტე ყველა უნივერსიტეტის პროგრამას გავცნობოდი, დავდიოდი ღია კარის დღეებზე და ასე გავიცანი ڳԹȺ. როდესაც თავად აპირებ მასწავლებლობას, ყველა შენი ლექტორი შენთვის მაგალითია. ڳԹȺ-ში არიან პროფესორები, რომლებიც თითოეულ სიტყვას გრძნობენ, სჯერათ იმის, რასაც გასწავლიან და მთლიანად არიან ამით მოცულნი. სწორედ აქ მივხვდი, რომ უახლესი ქართული ლიტერატურის განხრით უნდა წავსულიყავი. ვცდილობდი, წამეკითხა იმაზე მეტი, ვიდრე სალექციო კურსში შედიოდა. საათობით ვარჩევდით წიგნებს და ბოლოს, როდესაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე, ჩემთვის არ იყო საკითხი, რომელიც არ მქონდა გავლილი - ამით ძალიან ვიამაყე. პირველი კურსიდან ვმუშაობ. სტაჟირება ჩემი პროფესიით და ڳԹȺ-ს ლექტორების რეკომენდაციით სხვადასხვა ორგანიზაციაში გავიარე. მეოთხე კურსზე უკვე მზად ვიყავი, თამამად ვმდგარიყავი ბავშვების წინ და მეთქვა: „მე ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ!“
როცა მეკითხებიან, რატომ პირველ რიგში ڳԹȺ-ს ფილოლოგია, ჩემი პასუხი ზუსტად ასეთია: ڳԹȺ-მ მასწავლა, დამოუკიდებლად „სწავლა“, გამაცნო ლექტორები, რომლებმაც გამიკვალეს გზა წარმატებისკენ და მომცეს საშუალება, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეცადა.“